ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

5 ივლისიდან, ლაგოდეხის ბლუზ ვილიჯის კარი მელომანებისთვის უკვე მეცხრედ გაიღება და ივლისის ყოველ შაბათ-კვირას დაუვიწყარი მოგონებების შესაგროვებლად გეპატიჟებათ.

ფესტივალის ვარსკვლავური შემადგენლობა, არაჩვეულებრივი გარემო, ულამაზესი ბუნება და მასპინძლების კეთილგანწყობა – ეს ყველაფერი წინაპირობაა იმისა, რომ ლაგოდეხში დაუვიწყარ დროს გაატარებთ.

5 ივლისს, ფესტივალს გახსნის ბლუზის 5 მეფე – The Kings of Blues () – ლეგენდარული ბიბი კინგისა და ჯეიმს ბრაუნის ბენდის წევრები და 2024 წლის გრემის მფლობელი კენი უეინი.

The Kings of Blues  – ესაა ბენდი ჩიკაგოდანრომლის შემადგენლობაშიც შედიან კენიუეინი (ბლუზბოსად წოდებულიკლავიშებიბუგიპლეერი), ვესტიდარასელჯეკსონები (რითმ და ბას გიტარა), ვალდოვეზერსი (კომპოზიტორი, საქსაფონიდა ტონიკოლემანი(დრამი).

ძმები ჯეკსონები და ტონი კოლემანი წლების მანძილზე უკრავდნენ ბიბი კინგის ბენდშიხოლო ვალდო  ჯეიმს ბრაუნის ბენდში.

ფესტივალი უკვე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით მუსიკალურ სამყაროში. ყოველწლიურად მატულობს საშემსრულებლო ხარისხი, მონაწილეთა სულ უფრო მაღალი პროფესიონალური დონიდან გამომდინარე. ლაგოდეხის ბლუზფესტივალიმოიხსენიებაროგორცევროპაშიერთ-ერთიპრესტიჟულიბლუზ ფესტივალი და ერთადერთი – აღმოსავლეთ ევროპაში.

წელს პირველად, მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. სიახლე ისაა, რომ ყველა მონაწილე ჩამოდის თავის ბენდთან ერთად და შესაბამისად, მსმენელს ბევრად უფრო მაღალი ხარისხის მუსიკას შევთავაზებთ.

უკვე რამდენიმე წელია, ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია.

ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.

შევხვდებით ლაგოდეხში!

ასევე დაგაინტერესებთ

თუ იჯარა დროზე ადრე შეწყდა და ადამიანს ამონაწერის გასუფთავება სურს, რადგან ახალი მოიჯარე დაარეგისტრიროს, ამისთვის საჯარო რეესტრი ზოგჯერ ისეთ სტანდარტებს ითხოვს, რომლის დაკმაყოფილებაც შეუძლებელია – უჩა ზაქაშვილი