Edison Research: მოსახლეობის 65%-ის აზრით, დროა, ოცნების გარდა, შანსი სხვა პარტიას მიეცეს

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, თვლით, რომ ქართულმა ოცნებამ იმდენი გააკეთა, რომ ხელახალი არჩევა დაიმსახურა, თუ დროა, შანსი სხვა პარტიას მიეცეს, 65%-მა თქვა, რომ შანსი სხვა პარტიას უნდა მიეცეს – 35% კი ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა ხელახალი არჩევა დაიმსახურა.
ასევე, გამოკითხულთა 56%-ს მიაჩნია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების გამარჯვება საქართველოსთვის საუკეთესო შედეგი იქნება, 44% კი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის საუკეთესო შედეგი ისევ ქართული ოცნების გამარჯვება იქნება.