ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, ეს კომისია რომ შექმნილიყო, ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა – გოგი გვახარია

ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, ეს კომისია რომ შექმნილიყო, ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა –
ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, ეს კომისია რომ შექმნილიყო… როგორც ვიცი კომისიის წევრებს შორის ოპოზიცია უნდა ჭარბობდეს… ანუ კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, , , , ბადრი ჯაფარიძე… ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა, – წერს კინომცოდნე გოგი გვახარია, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლას პატიმრობა არჩიეს, ადამიანურად სიმპათიას იმსახურებენ, თუმცა, ცხოვრება რომანი და კინო არ არის. შესაბამისად, გვახარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თვითმკვლელობა შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ მაინც თვითმკვლელობაა. “ვიცი როგორი რეაქცია გექნებათ, მაგრამ მაინც დავწერ იმას რასაც ვფიქრობ.
მხოლოდ ფრენდებისთვის აი ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, ეს კომისია რომ შექმნილიყო… როგორც ვიცი კომისიის წევრებს შორის ოპოზიცია უნდა ჭარბობდეს… ანუ კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე… ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა. ჰო ასეა? პრინციპულობა იშვიათია ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მართლა დასაფასებელია რომ ოპოზიციამ სიტყვა არ გატეხა. როგორც რომანი, როგორც კინო – უბრალოდ შესანიშნავია და ადამიანურად სიმპატიის მეტს არაფერს იმსახურებს ეს ხალხი. მაგრამ ცხოვრება, სამწუხაროდ, რომანი და კინო არ არის. ნუ, ყოველთვის არ არის. პოლიტიკური თვითმკვლელობა შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ მაინც თვითმკვლელობაა,” – წერს გოგი გვახარია.
Next: ადამიანებზე ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ 73%-დან 41%-მდე შემცირდა, გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება

ასევე დაგაინტერესებთ

აგენტურული ტელევიზიები კორუფციაში ბრალს სდებენ მათ, ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. ბედავენ შანტაჟსაც კი, თუ ისინი არ „დალაგდებიან“ მათთან. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაექვემდებარებიან ნურავის შანტაჟს

არასწორმა ადამიანებმა, უცხოელებმა, ქართველებმა მიიჩნიეს, რომ გარე რყევების საფუძველზე სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა დაპირისპირებოდნენ, დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა, არასდროს დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ