მან თქვა, რომ პორტის სამუშაოების პირველი ფაზა უკვე დაწყებულია და დასრულდება არაუგვიანეს 2029 წლისა. მისი თქმით, პირველი ფაზის ფარგლებში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და ამ ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი ფუნქციონირებას დაიწყებს.
“რაც შეეხება ანაკლიასთან დამაკავშირებელ გზას, რაც მნიშვნელოვანია თვითონ პორტის სათანადოდ ფუნქციონირებისთვისაც, ვიწყებთ ახლა მოსამზადებელ სამუშაოებს და აქაც სათანადო ვადებში განხორციელდება ეს პროექტი.
უშუალოდ ანაკლიის პორტის პროექტზე – უშუალოდ ანაკლიის პორტის პროექტზე – როგორც მოგეხსენებათ, დაწყებულია სამუშაოები, ეს არის დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშოები, პირველი ფაზა დასრულდება არაუგვიანეს 2029 წლისა, თუმცა ტემპების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ბევრად მოკლე ვადებშიც არის შესაძლებელი პირველი ფაზის დასრულება.
ჯამურად, პირველი ფაზის ფარგლებში ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია და უკვე პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი მოემსახურება წელიწადში 600 000-ზე მეტ კონტეინერს, ანუ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სათანადო ვადებში უნდა განხორციელდეს აუცილებლად, ეს მთლიანად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, კონკრეტულად, სამეგრელოს რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის სათანადო ვადებში განხორციელება და დასრულება”, – ამბობს ის.
