ირაკლი კობახიძე სააკაშვილის შესახებ რეზოლუციაზე – ჩვენთვის EPP-ს რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს – ყველამ გაიგო, რომ ეს კაცი ჯანმრთელია და „ევროპის სახალხო პარტიამ“ ახლაც ვერ გაიგო

ჩვენთვის „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) პოლიტიკური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები ს ჯანმრთელობის დასაცავად და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის.
„მგონი, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც არ მიუღიათ განახლებული ინფორმაცია. არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარი გავაკეთო, როცა კიდევ ერთხელ ყველამ გაიგო, რომ ეს კაცი ჯანმრთელია და “ევროპის სახალხო პარტიამ“ ახლაც კი ვერ გაიგო, რომ ეს კაცი არის ჯანმრთელი“, – განაცხადა მ.
რაც შეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიებას, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს არასერიოზული ჩანაწერია.
„EPP და „ნაცმოძრაობა“ არის ერთი პოლიტიკური ჯგუფი, „ნაცმოძრაობა“ არის EPP-ის წევრი ოფიციალურად. შესაბამისად, ეს რაღაცნაირად შეიძლება აიხსნას, მაგრამ ასეთ რეზოლუციას გამართლება არავითარ შემთხვევაში არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ