ირაკლი კობახიძე: მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, ამ ტრიბუნიდან მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს

“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, ამ ტრიბუნიდან მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტულ მიღწევებზე, მათ შორის, მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სხვადასხვა დარგის განვითარებაზე… რა თქმა უნდა, ყველა ეს მიღწევა არის ბატონი ს დამსახურება, რომელმაც 2012 წელს რადიკალურად შეცვალა ხელისუფლების მიდგომა საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის მიმართ.
ხელისუფლება გახდა მზრუნველი საკუთარი ხალხის მიმართ, ადამიანების მიმართ და ხელისუფლება გახდა მზრუნველი საკუთარი ეროვნული ინტერესების მიმართ და ამის გამოძახილია ის შედეგები, რომლებზეც დღეს მქონდა მე საუბარი – დაწყებული მშვიდობის შენარჩუნებით და დამთავრებული ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. კიდევ ერთხელ, მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამისათვის” – თქვა მ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენისას, რომელიც დაახლოებით, 150 გვერდს შეიცავს.