საქართველოში ოთხი ახალი საერთაშორისო აქსელერატორი შემოდის – GITA

საქართველოში ოთხი ახალი საერთაშორისო აქსელერატორი შემოდის – GITA
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსზე ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” განაცხადების მიღება დასრულდა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„საერთო ჯამში შემოვიდა 17 განაცხადი:
· PLUG&PLAY –
· International Accelerator – აშშ
· 500 Global – აშშ
· Founder Institute – აშშ
· Startup Genome – აშშ
· USMAC – აშშ
· Amirani Horizon (Belgian Consortium)- ბელგია
· EBN – ბელგია
· Startupwiseguys –
· Baltic Innovation Agency – ესტონეთი
· Rainmaking –
· Startup2Group – გერმანია
· SeedStars – შვეიცარია
· UnicornFactoryLisboa – პორტუგალია
· Tal Catran –
· Strategy Crowd – ირლანდია
· Civitta – ლიეტუვა
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემოსული განაცხადების განხილვა და 2025 წლის ივლისის ბოლოს, კონკურსის შედეგად, 4 გამარჯვებული აქსელერატორი გამოვლინდება. შერჩეული აქსელერატორები მიიღებენ გრანტს ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” განსახორციელებლად და დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში. საგრანტო ხელშეკრულების ხანგრძლივობა იქნება ოთხი წელი, რომელიც განახლდება ყოველწლიურად. პროგრამის განხორციელება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2026 წლის იანვრისა.
,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის” პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.
პროგრამა ხელს შეუწყობს:
· ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში.
· სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლების უნარებისა და ცოდნის განვითარებას და მათ მზაობას მასშტაბირებადი ბიზნესის შესაქმნელად.
· მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის განვითარებასა და პროდუქტების პოზიციონირებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ იჯარა დროზე ადრე შეწყდა და ადამიანს ამონაწერის გასუფთავება სურს, რადგან ახალი მოიჯარე დაარეგისტრიროს, ამისთვის საჯარო რეესტრი ზოგჯერ ისეთ სტანდარტებს ითხოვს, რომლის დაკმაყოფილებაც შეუძლებელია – უჩა ზაქაშვილი