ანა წითლიძე – დღეს „რუსქოცებმა“ პუტინს შეუსრულეს გივი თარგამაძის დაკავების თხოვნა – თარგამაძე რუსული რეჟიმის პირობებში, ციხეში უსაფრთხოდ ვერ იქნება

დღეს რუსებმა, „რუსქოცებმა“, რომლებიც საკუთარ თავს საქართველოში ხელისუფლებას უწოდებენ, პუტინს შეუსრულეს გივი თარგამაძის დაკავების თხოვნა. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ის რუსებს გადასცენ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის 7 თვით თავისუფლების აღკვეთასა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების აკრძალვას გამოეხმაურა.
მისი თქმით, თარგამაძე მეორე პოლიტიკური პატიმარია, რომელიც ქვეყანაში პირდაპირ რუსების მოთხოვნით არის დაკავებული, რადგან ის „ნაციონალური მოძრაობის“ დროს თავდაცვის და უშიშროების თავმჯდომარის პოზიციებზე მუშაობისას რუსებს განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძოდა.
„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო გივი თარგამაძეს და აღვნიშნო, რომ მისი დაკავება ყველა სხვა პოლიტიკოსის დაკავებისგან ყველაზე მძიმეა. ჩვენ ახლა მეორე პოლიტიკური პატიმარი გვყავს, რომელიც პირდაპირ რუსების მოთხოვნით არის დაკავებული. პირველი იყო , რომელიც რუსული დაკვეთით არის დაკავებული და მეორე არის გივი თარგამაძე. ის იყო თავდაცვის და უშიშროების თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ძალიან „ამწარებდა“ რუსეთს, სადაც მასზე ძებნა არის გამოცხადებული და 25-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. 2016 წელს გივი თარგამაძე ააფეთქეს, როდესაც ის საკუთარ ავტომობილში იყო და ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის, თუმცა კვალი რუსულ სპეცსამსახურებთან მიდის,“ – განაცხადა მან.
რაც შეეხება პატიმრებისას თარგამაძის უსაფრთხოების საკითხს, ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ არამხოლოდ ის, არამედ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ახლა დაკავებულია, ციხეში უსაფრთხოდ არ არის. წითლიძის შეფასებით, გივი თარგამაძეს ყველაზე მეტი მორალური უფლება ჰქონდა ქვეყანა დაეტოვებინა.
„არცერთი პოლიტიკოსი რუსული რეჟიმის პირობებში ციხეში უსაფრთხოდ არ არის. გივი თარგამაძის შემთხვევა კი განსაკუთრებულია, ის ჰააგაში სარგებლობს მოწმის სტატუსით. მისი ჩვენების საფუძველზე რუსი სამხედროები გასამართლდნენ. არ მეგულება ქვეყანაში ისეთი ადამიანები, რომელსაც არ ესმის ახლა ქვეყანაში რა ხდება, მათ შორის არიან ის ადამიანებიც კი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ჩუმად არიან. გივი თარგამაძეს ყველაზე მეტი მორალური უფლება ჰქონდა ქვეყანა დაეტოვებინა და არ მიეცა „ქართული ოცნებისთვის“ უფლება, დაეკავებინათ. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ის რუსებს გადასცენ. „ქართული ოცნება“ ახლა იმ სტადიაზეა, როდესაც ჰქონიათ, რომ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია,“ – განაცხადა მან.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რაზე მიანიშნებს საგამოძიებო კომისიის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე მეტად სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაბარება და დაკავება, წითლიძემ განაცხადა, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიადგა და პარტიის წევრების რეპრესიები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„როდესაც საგამოძიებო კომისია იქმნებოდა, ბევრს ეგონა, რომ თვითონ გადარჩებოდნენ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიადგებოდნენ. ჩვენ ვამბობდით, ეს კომისია ყველა პოლიტიკურ პარტიას მიადგებოდა და ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ერთობა. მიხეილ სააკაშვილი წლებია ციხეში ჰყავთ და მას, სავარაუდოდ, კიდევ დაუმატებენ სასჯელს. არ დარჩენილა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რომელიც არ გაუსამართლებიათ. „ქართული ოცნება“ “ნაციონალურ მოძრაობას” უკვე 13 წელია უსწორდება. პარტიის 15 000-დან 30 000-მდე წევრიდან პროკურატურაშია დაბარებული ამ დროის განმავლობაში. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, გიგი უგულავა ციხეში იყო. არ დარჩა ლიდერი, რომელიც ციხეში არ ყოფილა. 13 წლის განმავლობაში მიმდინარეობა „ნაციონალური მოძრაობის“ რეპრესიები. პოლიტიკოსების შემდეგ საბოლოოდ ისინი მიადგებიან ყველა აქტიურ მოქალაქეს.
„ქართული ოცნება“ ცდილობს ძალის დემონსტრირებას. მან იცის, რომ მოქალაქეებს შორის ლეგიტიმაცია არ აქვს. თუმცა, ამავდროულად ეს არის სისუსტის მაჩვენებელი. ძლიერი არ ძალადობს. ძლიერი ხელებს არ უგრეხს სხვას, თუ დარწმუნებულია თავის სიმართლეში. ოპოზიციაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ სისუსტეს. ამ რეჟიმის პირობებში რომ გადავრჩით და დღეს აქ ვართ, ესეც ძალიან დიდი მიღწევაა რეპრესიების ფონზე. ვერ დამისახელებთ „ოცნების“ ვერცერთ წევრს, რომელიც ასე წავიდოდა ციხეში. ეს ოპოზიციის სიძლიერის მაჩვენებელია. ისინი, ვინც ციხეში წავიდნენ, მსხვერპლი არ არიან, “ – განაცხადა მან.
რაც შეეხება გიორგი გახარიას საქართველოში დაბრუნება-არ დაბრუნების საკითხს, წითლიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება თავად გახარიამ უნდა მიიღოს, თუმცა, მის ადგილას თავად დაბრუნდებოდა.
„მე დავბრუნდებოდი მის ადგილას. არ მინდა ადამიანურად და მორალურად მის გადაწყვეტილებაზე ასეთი რიტორიკით ვისაუბრო, მისი გადასაწყვეტია. როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა და ციხეში ჩაჯდა კარგად იცოდა, რაც ელოდა. რას იზამს გახარია, მისი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა მან.
ამასთან, ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მთავარი შეცდომა იყო ის, რომ არ სჯეროდათ „ქართული ოცნების „რუსულობა“, რა მათთვის აშკარა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გახდა.
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი შეცდომა იყო ის, რომ უკრაინის ომამდე არ სჯეროდათ, რომ „ქართული ოცნება“ იყო რუსული. მათ დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ ევროპელებისგან და ამერიკელებისგან. ეს ყველაფერი მათთვის უფრო ნათელი ში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ გახდა. სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის. სანქციები კარგია, თუმცა ისინი არასაკმარისია. „ქართულ ოცნებას“ -ის და დიდი ბრიტანეთის ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რაც „გაანიავეს“ და საკუთარი თავი გაუთანაბრეს რუსეთს, ირანს და ჩინეთს. ეს იყო მიზანმიმართული გეგმა,“ – განაცხადა მან.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის პარლამენტში მოსმენას, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მისთვის ირაკლი საინტერესო პოლიტიკური ფიგურა არ არის და ის „კოლექტიური ბიძინოიდია“.
„ის ჩემთვის უინტერესო ფიგურაა. მათ აქვთ ერთი კოლექტიური სახელი- „ბიძონოიდები“. მათ შეიძლება განსხვავებული სახელები ჰქონდეთ, თუმცა რეალურად თითოეული მათგანი არის ივანიშვილის კოლექტიური მონა. საქმიანი საუბარი სთან წარმოუდგენელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს რეჟიმი დავამხოთ“, – განაცხადა მან.