გია ვოლსკი – როდის გადადგა საქართველომ ისეთი ნაბიჯი, რომელიც დასავლურ იდეებს ეწინააღმდეგება?! – მავნებლები აყოლილი არიან ვიღაც სულელი გონჩარენკოს სიტყვებს

როდის იყო და როდის გადადგა საქართველომ ისეთი ნაბიჯი, რომელიც დასავლურ იდეებს ეწინააღმდეგება?! – მავნებლები აყოლილი არიან ვიღაც სულელი გონჩარენკოს სიტყვებს, რომელიც ში მუდამ რუსულ ინტერესებს ატარებდა! კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი წევრია გონჩარენკო! – აღნიშნული განცხადება PACE-ში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე დასმული კითხვის პასუხად, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მ გააკეთა.
როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში განაცხადა, “არის მცდელობა, საქართველოსთან დაკავშირებით სკენ სვლის ტრენდი დაინერგოს“.
“საქართველომ ბოლო 13 წლის განმავლობაში რომელი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც რუსეთს უპირატესობის მოპოვებაში შეუწყობდა ხელს?! განსხვავებით 2012 წლამდე არსებული ხელისუფლებისგან, რომელსაც ასე გააფთრებით იცავენ და რომლის ხელისუფლებაში დაბრუნებას ლამობენ ევროსაბჭოსა თუ სხვა ფორმატებში. რეალობა არის ეს და ამ რეალობას თვალი რომ არ გაუსწორონ, პრობლემების ზღვა უნდა შეგიქმნან!
საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო არმიის იარაღი გვაქვს დამიზნებული. ყოველდღიურად ამ დაძაბულ ვითარებაში ვცხოვრობთ. მაინცა და მაინც გონჩარენკოები და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ ისეთ დაპირისპირებაში შევიდეთ, რომელიც საქართველოში ნგრევას გამოიწვევს.
რა ტრიბუნალზე მოაწერეს ხელი ან რისი გამკეთებელია გონჩარენკო, როცა ინგრევა და სისხლში იხრჩობა უკრაინა?! მთელი ახალგაზრდა თაობა გაწყვიტეს და დღეს რაღაც იდეებთან დაკავშირებით საქართველოს ეომებიან, რომელიც ათასნაირი გამოწვევის წინაშე დგას!
საქართველომ თავისი საქმე და პოლიტიკა იცის – არავითარი პრორუსული პოლიტიკა არ არსებობს! საქართველომ 600-ზე მეტ რეზოლუციას მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს. გონჩარენკოსნაირი ხალხი არის უმადური“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
26 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. განხილვის საკითხი იყო პოლიტპატიმრები და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება საქართველოში. დებატებისას უკრაინის წარმომადგენელმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა, რომ საქართველომ ხელი არ მოაწერა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას, რომლის ამოცანა რუსეთის ხელისუფლების გასამართლებაა. გონჩარენომ განაცხადა ისიც, რომ ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როცა საქართველო თავად არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა თავაძე – პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი გადის ადგილობრივ არჩევნებზე, ამის გარდა არის პროტესტის გამოხატვისა და რეჟიმთან ბრძოლის სხვა საშუალებები, რომელსაც ახლა სახეზე ვხედავთ, რაც გადაწყვიტა ელენე ხოშტარიამ