როგორ უნდა დაიცვას რუსების ციხემ გივი თარგამაძე ციხეში რუსებისგან? – წლებია, რას არ აბრალებდნენ გივის, მაგრამ მაინც რუსულ კომისიაზე მიუსაჯეს – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება.
როგორც ის აღნიშნავს, „ქოცები“ არიან რუსები“.
„როგორ უნდა დაიცვას რუსების ციხემ გივი თარგამაძე ციხეში რუსებისგან? ჰააგაში საქართველოს მოწმე, რომელსაც რუსები წლებია ემტერებიან. “ქოცები” არიან რუსები. წლებია, რას არ აბრალებდნენ გივის, მაგრამ მაინც რუსულ კომისიაზე მიუსაჯეს“,- წერს ხატია დეკანოიძე.
