ე.წ. კომისიაზე არმისვლის გამო, გივი თარგამაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

“ახლა გადავალ, რაც ახლოს არის, ვაკის პოლიციაში და იქიდან წამიყვანენ. [განაჩენზე] რა უნდა ვიფიქროთ, რით ისაზღვრება, როგორ ისაზღვრება, საერთოდ, კაცმა არ იცის. მგონია, რომ [ს დაკვეთაა] ეს, მაქვს უფლება, რომ მეგონოს”, – თქვა მან ჟურნალისტებთან.
ამავე საქმეზე 7-7 თვე უკვე მიუსაჯეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს და ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, გიორი ვაშაძეს. 8-8 თვე კი, ძლიერი საქართველოს ლიდერებს – ს და ბადრი ჯაფარიძეს.
სავარაუდოდ, დღეს, გამოცხადდება განაჩენი კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერის ს “გამოუცხადებლობის” საქმეზეც.
ე.წ. კომისიაზე არმისვლის საქმეზე პატიმრობაში ასევე იმყოფებიან – კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერი, და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.