იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც ცხრა ადამიანის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ.
CNN-ის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ცნობილი იყო მეტსახელით „მკვლელი „ტვიტერიდან“ – ტოკიოს დაკავების სახლში ჩამოახრჩვეს. ეს იყო იაპონიაში სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა ბოლო სამი წლის განმავლობაში.
34 წლის ტაკაჰირო შირაიში 2017 წლის ოქტომბერში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის მსხვერპლებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკავშირდებოდა და თავის ბინაში მიჰყავდა. პოლიციამ, ჩხრეკის დროს, კანაგავას პრეფექტურის ქალაქ ზამაში მდებარე მის ბინაში მაცივრის ყუთებსა და კონტეინერებში ადამიანების დანაწევრებული სხეულები აღმოაჩინა.
მამაკაცს სიკვდილით დასჯა 2020 წელს ცხრა ადამიანის – რვა ქალისა და ერთი მამაკაცის – მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის მიესაჯა.
