ტრანსფერ ფრაისინგი – გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის

ტრანსფერ ფრაისინგი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესისთვის როგორც ფინანსური სტაბილურობის, ისე საგადასახადო რისკების მართვისა და საერთაშორისო ოპერაციების გამჭვირვალობის მთავარი მექანიზმი. მიუხედავად იმისა, რომ მისი არსი ხშირად ჯერ კიდევ აბსტრაქტულად აღიქმება, რეალურად ის წარმოადგენს გლობალურ სტანდარტს, რომელიც წესრიგს ამყარებს საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებში.
საქართველოში მოქმედი რეგულაციები ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს საბაზრო ფასების პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის წარდგენა ყოველწლიურად სავალდებულო არ არის, შემოსავლების სამსახური აქტიურად ახორციელებს კონტროლს და მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიებს 30 დღეში უწევთ კომპლექსური ანალიტიკური დოკუმენტის წარდგენა.
საინტერესოა, რომ ამ დოკუმენტაციის წარუდგენლობას საქართველოში პირდაპირი სანქცია არ ახლავს, თუმცა მისი არქონა კომპანიას შემოსავლების სამსახურის მხრიდან გადასახადების დარიცხვისა და საგადასახადო დავის რეალურ რისკს უქმნის.
BDO-ს მომსახურება ტრანსფერ ფრაისინგის მიმართულებით სცილდება მხოლოდ ტექნიკურ სერვისს. კომპანია ბიზნესს სთავაზობს სიღრმისეულ ანალიზზე, სექტორულ სპეციფიკასა და საერთაშორისო პრაქტიკებზე დაფუძნებულ პარტნიორობას, რომელიც მორგებულია კონკრეტულ რეგულაციებსა და ოპერაციულ კონტექსტზე.
ტრანსფერ ფრაისინგი არის არამხოლოდ საგადასახადო მოთხოვნა, არამედ მდგრადი და გამჭვირვალე ზრდის სტანდარტი. ის სულ უფრო მყარად იკავებს ადგილს ქართული კომპანიების დღის წესრიგში და BDO მზად არის, თითოეულ მათგანს გაუწიოს პროფესიული მხარდაჭერა ამ კომპლექსურ პროცესში.