ურსულა ფონ დერ ლაიენი – დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, ეს შთამბეჭდავია – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას

შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ უკრაინისთვის ფინანსურ მხარდაჭერას ყველა ფრონტზე: სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის ცოტა ხნის წინ გამოვყავით 1 მილიარდი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებიდან. ამასთან, ჩვენ უკრაინისთვის 2025 წელს 2 მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების მიზნის მიღწევის გზას ვადგავართ. მზად ვართ, წინასწარ გამოვყოთ დარჩენილი 11 მილიარდი ევრო „დიდი შვიდეულის“ სესხებიდან. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ამ თანხის მოთხოვნა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საჭიროა, რომ ევროკავშირმა რუსეთზე ზეწოლა გააგრძელოს და ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვა აიძულოს.
„პოლიტიკურად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ჩაერთოს სერიოზულ მოლაპარაკებებში, რეალური ცეცხლის შეწყვეტის დაწყებით. ჩვენი მე-18 სანქციების პაკეტი სწორედ ამას ისახავს მიზნად. უნდა შევძლოთ შეთანხმებული პაკეტის მალე მიღება. ამავდროულად, ასევე მხარს ვუჭერთ ს ევროკავშირის გზაზე. დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს. ეს შთამბეჭდავია. სწორედ ამიტომ იცავს კომისია მოლაპარაკებების პირველი კლასტერის დაწყებას. უკრაინამ შეასრულა ვალდებულებები – ახლა ჩვენც უნდა გავაკეთოთ ეს. რადგან გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: თქვენ ხართ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მესაძირკვლე თქვენს გუნდთან ერთად და აგრძელებთ იმ დიდ გზას, რომელიც ჩვენმა დიდმა ერისკაცმა, ბიძინა ივანიშვილმა დასახა

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ახალგაზრდული ჯგუფები – 29 ივნისს გელოდებით პარლამენტთან – მნიშვნელოვანია, მთელ საქართველოს და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვართ ბევრი, რომ არ შევშინდებით და არ დავნებდებით