ლევან ალაფიშვილი: სხვა შემთხვევაში პირის დაბარება, გამოცხადების მოთხოვნა არ არის კანონიერი

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი:

⭕️საპარლამენტო დემოკრატიაში საგამოძიებო კომისია არის ოპოზიციის ბერკეტი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის კონტროლისა და ანგარიშვალდებულებისთვის.
⭕️საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობას ისედაც აქვს გამოძიების სხვა მრავალი ბერკეტი და ინსტიტუტი.
❌️გამოძიებასთან პირის დაბარებისას მას უნდა ეცნობოს რა საკითხზე უნდა გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება, აგრეთვე განემარტოს მისი უფლებები. მათ შორის, უფლება არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ და უფლება გამოცხადდეს ადვოკატთან ერთად.
❌️სხვა შემთხვევაში პირის დაბარება, გამოცხადების მოთხოვნა არ არის კანონიერი. ირღვევა დაცვის უფლება და არაკანონიერი მოთხოვნის არშესრულებისთვის პირის პასუხისგებაში მიცემა ვერ ჩაითვლება კანონშესაბამის გადაწყვეტილებად.
❗️ეს არის საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტები და ასე წერია ჩვენ კონსტიტუცია-კანონებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ეკონომიკაზე დგას ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, დემოკრატიული სისტემის და საგარეო პოზიციების განმტკიცება – მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გავაორმაგეთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა დოლარში, წლის ბოლოს პირველად, ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს