სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, „ოცნების“ ვერცერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ შეძლო იმ რეფორმის გატარება, რასაც მაკა ბოჭორიშვილი ატარებს დღეს სამართლიანად

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, „ოცნების“ ვერცერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ შეძლო იმ რეფორმის გატარება, რასაც მაკა ბოჭორიშვილი ატარებს დღეს სამართლიანად
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება დიპლომატების ნაწილის განცხადებას, რომელთა თქმითაც რეორგანიზაციის პროცესში ცვლილებები მიმართულია 28 ნოემბრის განცხადებაზე ხელმომწერი დიპლომატების წინააღმდეგ და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ვერცერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ შეძლო იმ რეფორმის გატარება, რასაც მაკა ბოჭორიშვილი სამართლიანად ატარებს დღეს.
გამსახურდია ასევე აღნიშნავს, რომ ყველა საჯარო უწყების კარი უნდა იყოს დახურული უსამშობლო და შლეგი ადამიანებისთვის, რომლებიც ქვეყნის გარეთ და შიდა მავნებელი აქტორების დაკვეთით მოქმედებენ და ვერ გაურკვევიათ, რა არის მათი სამშობლო და რა არის საქართველოს ინტერესი. „გამოდის, რომ ამ წვრილფეხა უსამშობლო აგენტების გარეშე, არ ქონია საქართველოს არანაირი სამომავლო პერსპექტივა, არც ევროატლანტიკური და საერთოდ არანაირი.
არასდროს არ მქონია აი ამ საგარეოს კედლებში ჩაბუდებულ, ამ უსაქმურების და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენების მქონე კლასტერზე დიდი წარმოდგენა და უფრო მეტიც, საშუალებების ფარგლებში, ყოველთვის ვებრძოდი მათ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ოცნების ვერცერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ შეძლო (უფრო მეტიც. ბევრმა ხელი დააფარა) იმ რეფორმის გატარება, რასაც მაკა ატარებს და სამართლიანად დღეს. ყველა საჯარო უწყების კარი უნდა იყოს დარაზული ამისთანა უსამშობლო და შლეგი ადამიანებისთვის, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რა არის მათი სამშობლო და რა არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი, ქვეყნის გარეთ და შიდა მავნებელი აქტორების დაკვეთით ვინც მოქმედებს და აზიანებს ჩვენ ქვეყანას.
P.S. მე მაინც არ ვიცოდე რა უსაქმურები და მავნებლები ხართ, თანაც ფაქტებით თქვე უსამშობლოებო მართლა!“-წერს გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული