წელს ჩინური BYD-ი Tesla-ს გადაუსწრებს და ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელი გახდება – Bloomberg

ოდესღაც ილონ მასკს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ის, რომ ჩინურ BYD-ს შეეძლო კონკურენცია გაეწია Tesla-სთვის, მაგრამ 2023 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს, წარმოებული ელექტრო მანქანების რაოდენობით BYD-მა უნდა გადაუსწროს Tesla-ს და ელექტრო მანქანების გაყიდვაში მსოფლიო ლიდერი გახდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
მიუხედავად Toyota Motor Corp.-ის, Volkswagen AG-ისა და General Motors Co.-ის დომინირებისა, ჩინელი მწარმოებლები BYD-ი და SAIC Motor Corp.-ი დიდ წარმატებას აღწევენ. ჩინეთმა უკვე აჯობა შეერთებულ შტატებს, სამხრეთ კორეას და გერმანიას სამგზავრო მანქანების ექსპორტით და ახლა კონკურენციას უწევს იაპონიას. მათ მიერ ექსპორტირებული 3,6 მილიონი ავტომობილიდან დაახლოებით 1,3 მილიონი ელექტრო იყო.
2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ჩინეთიდან ავტომობილების ექსპორტმა 3,31 მილიონი მანქანა შეადგინა. მეორე ადგილზეა იაპონია 3,22 მილიონით, მესამეა გერმანია – 2,6 მილიონით, მეოთხე – სამხრეთ კორეა 2,2 მილიონით.
რაც შეეხება BYD-ის კონკურენციას Tesla-სთან 2023 წლის მესამე კვარტალში, Tesla-მ გაყიდა მხოლოდ 3456-ით მეტი მანქანა, ვიდრე BYD. BYD-მა მეოთხე კვარტალში უნდა გაუსწროს ილონ მასკის კომპანიას.
„საავტომობილო ინდუსტრიის კონკურენტული ლანდშაფტი შეიცვალა“, – თქვა ბრიჯიტ მაკკარტიმ, რომელიც მართავს ჩინეთში დაფუძნებულ ჰეჯ-ფონდს Snow Bull Capital-ს, რომელმაც ინვესტიცია განახორციელა როგორც BYD-ში, ასევე Tesla-ში. „საუბარია სიჩქარეზე, რომლითაც მათ შეუძლიათ ინოვაცია. BYD-მა ამისთვის მზადება დიდი ხნის წინ დაიწყო და ახლა ინდუსტრიის სხვა მოთამაშეები იძულებულნი არიან დაეწიონ. ”
2011 წელს ილონ მასკმა დასცინოდა BYD-ის მანქანები. მან ახლა გადაიფიქრა და მათ ძალიან კონკურენტუნარიანა” თვლის. ეს გასაკვირი არ არის, BYD-ს ახლა აქვს მანქანების ბევრად უფრო მრავალფეროვანი ხაზი გაცილებით დაბალ ფასად, ვიდრე Tesla-ს. ბოლო ორი წლის განმავლობაში BYD-მა გახსნა ოფისები დაახლოებით 60 ქვეყანაში.
ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ BYD მომავალ წელს წარადგენს მესამე თაობის ელექტრომობილებს, რომლებიც შესთავაზებენ მეტ ტექნოლოგიას, მათ შორის მართვის ავტომატიზებულ შესაძლებლობებს. ფაქტობრივად, ჩინეთში ავტო კონკურენტების რაოდენობა 500-დან 100-მდე შემცირდა, მაგრამ ახალი კომპანიები.