„ოცნებამ” საბოლოოდ მიიღო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები

· ზუსტდება ცილისწამების განმარტება;
· კანონის შინაარსობრივი რეგულირება გავრცელდება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე;
· სასამართლოში ცილისწამების საქმეზე მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე;
· კანონს ექნება 100-დღიანი უკუძალა, რაც ნიშნავს, რომ ის რეგულაციის ამოქმედებამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებზეც გავრცელდება.
· უქმდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ;
· უქმდება კვალიფიციური პრივილეგია ცილისწამებისთვის;
· პროფესიული საიდუმლოების/წყაროს გამხელაზე უარი, შესაძლოა, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების საფუძველი გახდეს;
· გამოხატვის თავისუფლება, შესაძლოა, შეიზღუდოს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით;
· იცვლება ცილისწამებით მიღებული ზიანის ანაზღაურების წესი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ უარყოფა ან შესწორება არაა საკმარისი, მოპასუხეს, შესაძლოა, დაეკისროს ქონებრივი/არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
· ცილისწამების დავებს სასამართლო შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს. ცილისწამების დავაზე მორიგებისთვის 10 დღე განისაზღვრება.