ოცნებამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

ქართული ოცნების პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა.
გადაწყვეტილებას მხარი ოცნების 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ერთ-ერთი დებულების მიხედვით ცილისწამებაზე სარჩელის წარდგენის 100-დღიანი ვადა გავრცელდება იმ განცხადებებზეც, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე გაკეთდა, თუმცა აღნიშნული ვადა ჯერ არ არის გასული.
კანონპროექტი მნიშვნელოვნად ცვლის სიტყვის თავისუფლების პრინციპებს, მათ შორის მტკიცების ტვირთს ცილისწამების საქმეებში მოპასუხეზე აკისრებს და უქმებს რიგ გარანტიებს, რომლითაც მედია და სხვა პირები მანამდე სარგებლობდნენ.