დავით მათიკაშვილის განმარტებით, „გარკვეულ ტექნიკურ უზუსტობას ჰქონდა ადგილი” და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ მუხლი რჩება

„ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ მუხლი რჩება და მას არ ეხებიან.
როგორც მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს „გარკვეულ ტექნიკურ უზუსტობას ჰქონდა ადგილი“.
„აღნიშნული მუხლი ცილისწამებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს არ ეხება. ის მოწოდების და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ ჩანაწერია.
წარმოდგენილი კანონპროექტით ამოღებულია პრივილეგიების მუხლი, რომელიც ცილისწამებისათვის პრივილეგიებს გულისხმობს, თუმცა კანონის მეოთხე მუხლს, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება, ჩვენ არ შევხებივართ. ეს მუხლი არის უცვლელი და კანონიდან მუხლი არ ამოგვიღია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საუბარია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მუხლზე, რომლის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით კითხვა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დასვა.
“როგორც წესი, ცილისწამებასთან დაკავშირებით გამოიყენებენ გამოთქმას: “სავარაუდოდ“, “მაქვს გონივრული ეჭვი“ და ა.შ. კანონის მეოთხე მუხლით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
ახლა რანაირად გამოვა ეგ? ამას აუცილებლად გამოიყენებენ“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ პლენარულ სხდომაზე.
ჯაფარიძის პასუხად მათიკაშვილმა განაცხადა, რომ კანონიდან აღნიშნული მუხლი ამოღებული იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის