პოლონეთის თქმით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია და უკრაინაში გაბრუნდა

პოლონეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამი წუთის განმავლობაში იყო, რის შემდეგაც უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში 40 კილომეტრზე შეიჭრა. აღნიშნული ინციდენტი დაემთხვა ს მიერ უკრაინის ქალაქებზე მიტანილ მასობრივ იერიშს, რა დროსაც აფეთქებები ისმოდე კიევში, ლვოვის ოლქში, ზაპოროჟიეში, დნეპრში, ოდესასა და ხარკოვში.
პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული რაკეტის ფონზე, პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საგანგებო უშიშროების სხდომა გამართა, ხოლო იმ ადგილზე, სადაც რაკეტა რადარებმა დააფიქსირეს, დაახლოებით 200-მდე პოლიციელი სამძებრო სამუშაოებს ატარებს.
29 დეკემბერს უკრაინის ქალაქებზე რუსეთმა მორიგი მასობრივი იერიში მიიტანა, რასაც უკრაინის საჰაერო ძალებში ომის განმავლობაში რუსეთის მიერ მიტანილი უდიდესი იერიში უწოდეს.
“ამდენი სამიზნე ერთდროულად ჩვენს მონიტორებზე ჯერ არ გვინახავს”. –თქვა უკრაინის საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა, იური იგნატმა.