“ბოდიში ვიქტორ ჯაფარიძეს” – მათიკაშვილი ამტკიცებს, რომ მის კითხვას უპასუხა, მაგრამ თან არ უპასუხა

მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” “სიტყვისა და გამოხატვის შესახებ” კანონიდან აზრისა და მოწოდების თავისუფლების მუხლის ამოღებას გეგმავს, დავით მათიკაშვილი განმარტება გააკეთა.
დავით მათიკაშვილმა თქვა, რომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონიდან იმ მუხლს არ იღებენ, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას შეეხება.
მეორე მოსმენის დროს გარკვეულ ტექნიკურ უზუსტობას ჰქონდა ადგილი, ბატონი ვიქტორ ჯაფარიძის კითხვა ეხებოდა პრივილეგიებს, მართლაც არის ნამდვილად პრივილეგიების მუხლი ამოღებული ჩვენი რედაქციიდან, ეს არის მე-15 მუხლი, რომელიც ცილისწამებისთვის პრივილეგიებს გულისხმობს. თუმცა ბატონი ვიქტორის კითხვა ეხება მე-4 მუხლის, რომელიც არა პრივილეგიებს ცილისწამებისთვის, არამედ ეხება აზრისა და მოწოდების თავისუფლებას, ამ მუხლს ჩვენ არ შევხებივართ, ეს მუხლი არის უცვლელი, ეს მუხლი ჩვენ არ ამოგვიღია, ამიტომ მე მინდა ბოდიში მოვუხადო ბატონ ვიქტორს ჯაფარიძეს, რომ მისი კითხვა ფაქტობრივად უპასუხოდ დავტოვე“. – განაცხადა მათიკაშვილმა.
საუბარია “სიტყვისა და გამოხატვის შესახებ” კანონის მეოთხე მუხლზე, სადაც ნათქვამია, რომ “აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რაც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ ან არსებით საფრთხეს”.
ცნობისთვის, მათიკაშვილის პასუხმა შეცდომაში შეიყვანა მედიაც, საზოგადოებაც, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ბოდიშის ადრესატი, მხოლოდ ვიქტორ ჯაფარიძეა. რამდენად გულწრფელია მათიკაშვილი და რამდენად გაიგო კითხვა, ჩვენთვის უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის