ბოჭორიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოჭორიშვილმა და ელჩმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, ბოლო დროს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებსა და მართლმსაჯულების საკითხებს შეეხო, რაშიც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებებიც იგულისხმება.
„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების დაწესება, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას ჩრდილს აყენებს და ხშირად მიმართულია საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად.
საუბარი შეეხო საქართველოს საკანონმდებლო სიახლეებს უცხოური დაფინანსების შესახებ. ელჩს განემარტა, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისი წესების შემუშავების პროცესი დასრულების ეტაპზეა და ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო ინფორმაცია.
საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ არ უნდა ხდებოდეს სამართლებრივი პროცესების პოლიტიზება და ამგვარად მართლმსაჯულების პროცესზე ზეგავლენის მცდელობები.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და ამ კონტექსტშ ხაზი გაესვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობას ქვეყნის სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
24 ივნისს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.
საქართველოზე კითხვა კონსერვატიული პარტიის წევრმა დეპუტატმა, მარკ პრიტჩარდმა დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრს, სტივენ დაუთის დაუსვა.
, , ბადრი ჯაფარიძე, , ზურაბ ჯაფარიძე და , ოპოზიციის ექვსივე ლიდერი საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში დააკავეს .
რას აპირებს ბრიტანეთის მთავრობა ამასთან დაკავშირებით და რა არის მისი გზავნილი ქართველი ხალხისთვის, რომელიც ამ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის შედეგად იტანჯება?“, – იკითხა მარკ პრიტჩარდმა.
დეპუტატის პასუხად დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, სტივენ დაუთიმ განაცხადა, რომ ბოლო კვირებში „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ გაუზიარა თავისი შეშფოთება და ამას კვლავ გააკეთებს.
„ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები. ჩვენ აბსოლუტურად ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვას. ბოლო კვირების განმავლობაში პირდაპირ გავუზიარე ჩემი შეშფოთება „ქართულ ოცნებას“ და ამას კვლავ გავაკეთებ“, – განაცხადა სტივენ დაუთიმ.
გარდა ამისა, გუშინ, 24 ივნისს, ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკავებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკკლირიც (ლიბერალ-დემოკრატი). მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა სა და მისი მთავრობის წინააღმდეგ სანქციები ახლავე უნდა დააწესოს.
„როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ვგმობ ჩემი მეგობრის, გიორგი ვაშაძის, დაპატიმრებას. მას მომავალ კვირას უნდა შევხვედროდი.
საგარეო საქმეთა მინისტრს მივწერ წერილს და მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას. საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს – დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილისა და მისი კორუმპირებული მთავრობის წინააღმდეგ სანქციები ახლავე უნდა დააწესოს“, – წერს X-ზე ჯეიმს მაკკლირი.