სასამართლოს შენობაში მედიის მიერ გადაღების აკრძალვის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს

ქართული ოცნების პარლამენტმა სასამართლოს შენობაში მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე II მოსმენით მხარი დაუჭირა.
კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში მედიას შეეზღუდება სასამართლოს სხდომის დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოში ფოტო-ვიდეო მასალების გადაღება.
ამის უფლებამოსილება კი სასამართლოს ან სასამართლოს მიერ დადგენილ უფლებამოსილ პირს მიენიჭება.
კანონპროექტს მხარი ივანიშვილის 83-ვე დეპუტატმა დაუჭირა.