აიათოლა ხამენეიმ ირანელებს მიულოცა ისრაელსა და აშშ-ზე „გამარჯვება“

ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანელ ხალხს მიულოცა ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე „გამარჯვება“.
აიათოლა ხამენეის ვიდომიმართვა დღეს, 26 ივნისს გავრცელდა.
ხამენეის განცხადებით, „სიონისტური რეჟიმი“() სრულ განადგურებას გადაარჩინა ომში „ამერიკული რეჟიმის“ ჩართვამ, მას კი ამისთვის „სილა გააწნეს“ კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დარტყმით.
· ისრაელის არმიამ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რასაც ირანმა უპასუხა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით შეტევით.
· 21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე, რასაც ირანმა უპასუხა დარტყმით კატარში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე.
· ისრაელი და ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
· 24 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამის და ბალისტიკური რაკეტების განეიტრალების მიზანი შესარულებულად გამოაცხადა.
· ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 25 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ირანში დაიღუპა, სულ მცირე, 627 ადამიანი და 4870-ზე მეტი დაიჭრა.
· ისრაელის ინფორმაციით, 12-დღიანი ომის შედეგად ისრაელში დაიღუპა 28 და დაიჭრა 3000-ზე მეტი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ