ყირგიზეთის პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მედია საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლს ამკაცრებს

ყირგიზეთის პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მედია საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლს ამკაცრებს. კრიტიკოსების შეფასებით, ეს ქვეყანაში პრესის თავისუფლებისთვის ქვეყანაში დიდი დარტყმაა იქნება.
ოთხშაბათს საღამოს დამტკიცებული კანონმდებლობის თანახმად, ყველა საინფორმაციო ვებგვერდი უნდა დარეგისტრირდეს სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილ ორგანოში, ხოლო მთავრობას ექნება უფლებამოსილება, გასცეს და გააუქმოს ლიცენზიები, როგორც ამას თავად ჩათვლის საჭიროდ.
იურისტები და მედიის მარეგულირებელი ორგანოები აცხადებენ, რომ ახალი კანონი დიდი ალბათობით დამოუკიდებელი და კრიტიკული საშუალებების ჩასახშობად იქნება გამოყენებული.
როგორც Reuters წერს, , ოდესღაც ცენტრალურ აზიაში პრესის თავისუფლების შედარებით თავშესაფრად ითვლებოდა. ბოლო წლებში დაპატიმრებების, სამართლებრივი ზეწოლისა და კრიტიკული მედიასაშუალებების დახურვის ფონზე ქვეყანაში მედიის დამოუკიდებლობის მკვეთრი კლება შეინიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“