აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, დღეს, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო, ბათუმის და თბილისის აეროპორტებში 22 ავიარეისი გაუქმდა.
დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 10 ფრენა გაუქმდა, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 მიმართულებით გაუქმდა ფრენა.
„ისრაელიდან და ირანიდან ავიარეისები ორივე აეროპორტში 31 ივნისის ჩათვლით არის გაუქმებული“, – ამბობენ TAV Georgia-ში.
