ინიციატივები, რომელსაც პრემიერი იჩენს, მისასალმებელია – თამთა მეგრელიშვილი

ინიციატივები, რომელსაც პრემიერი იჩენს, მისასალმებელია –
ნარკოპოლიტიკის სისტემური გარდაქმის პროცესში ვართ, კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, ჯანდაცვისა და ბიო-ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სერვისების განვითარება იგეგმება. პრევენციის პროგრამების სისტემური დანერგვა გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ქვეყანაში ნარკოვითარების შეცვლასა და ნივთიერებების ავადმოხმარებასთან გამოწვეული პრობლემების თანმიმდევრულ გადაწყვეტაში – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პრემიერის გადაწყვეტილებას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მიდგომა, რომელმაც უკვე კანონის სახე მიიღო და სამართლებრივი მოწესრიგების მაღალ სტანდარტს გვთავაზობს, შეძლებს და შეაჩერებს ახალგაზრდების და ნარკოდამოკიდებული პირების დროში გახანგრძლივებულ თვითმკვლელობას და ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციას.
„ნარკოპოლიტიკის სისტემური გარდაქმის პროცესში ვართ, კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, ჯანდაცვისა და ბიო-ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სერვისების განვითარება იგეგმება. პრევენციის პროგრამების სისტემური დანერგვა გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ქვეყანაში ნარკოვითარების შეცვლასა და ნივთიერებების ავადმოხმარებასთან გამოწვეული პრობლემების თანმიმდევრულ გადაწყვეტაში. სრულად აიკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს.
ამ მიზნით კანონით განისაზღვრება კონკრეტული ვადები, რომლის განმავლობაშიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გასატარებელი იქნება მთელი რიგი ღონისძიებები პროცესების შეუფერხებელი განხორციელებისთვის, მათ შორის პაციენტების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. არცერთი ადამიანი, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით სათანადოდ სარგებლობს, მედიკამენტის გარეშე არ დარჩება. ყურადღების ობიექტია სააფთიაქო ნარკომანიაც, რადგან გვყავს უამრავი ადამიანი, რომელიც ახლაც დამოკიდებულია სააფთიაქო ნარკოტიკზე, არის შემთხვევები როდესაც სააფთიაქო ნარკოტიკი იყიდება არალეგალურად. ეს და სხვა ინიციატივები, რომელსაც პრემიერი იჩენს, მისასალმებელია და ვფიქრობ, რომ მიდგომა რომელმაც უკვე კანონის სახე მიიღო და სამართლებრივი მოწესრიგების მაღალ სტანდარტს გვთავაზობს მოახერხებს და შეაჩერებს ახალგაზრდების და ნარკოდამოკიდებული პირების დროში გახანგრძლივებულ თვითმკვლელობას და ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციას.“ – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ