„ქართული ოცნების“ წევრებს – ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ – ცოტა წინ გაიხედეთ და თქვენს მომავალზეც იფიქრეთ

ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ. ცოტა წინ გაიხედეთ და თქვენს მომავალზეც იფიქრეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლებას ძალადობა, უკანონო დაკავებები და ქვეყნის მიზანმიმართული ნგრევა არ შერჩება.
„ქოცები“ დღესაც მანტრასავით იმეორებენ, პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვერ იქნებაო. ვის რაში სჭირდება თქვენი ინდულგენცია? მართლა ვერ ხვდებით, რა დღეში ჩაგაგდოთ და რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა? ფორმალურ „საფუძვლებს“ პოულობდნენ ნაცისტებიც და ბოლშევიკებიც. მათაც ჰქონდათ მუხლები, კანონები, კომისიები, სასამართლოები… გგონიათ, ეს ძალადობა, ეს რეპრესიები უკანონო დაკავებები და ქვეყნის მიზანმიმართული ნგრევა ასე ჩაივლის და შეგრჩებათ? მოიკითხეთ ავტოკრატების და მათი მსახურების ისტორიები. ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ, ცოტა წინ გაიხედეთ და თქვენს მომავალზეც იფიქრეთ“,- წერს პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე