Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, “ლიონის” ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო გროსომ “ოლიმპიკს” სასამართლოში უჩივლა.
იტალიელმა ფრანგული გუნდის დამრიგებლის პოსტზე 2,5 თვე გაატარა, გაათავისუფლეს და მიაჩნია, რომ მისი რეპუტაცია შელახეს.
ის უარს ამბობს ყოველგვარ კომპრომისზე ფრანგებთან ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
გროსო “ლიონს” 1,5 მილიონიდან 2 მილიონამდე კომპენსაციის მიღება მოითხოვა.