ვალერი ჩეჩელაშვილი – რუსეთი შესუსტდა არა იმიტომ, რომ ირანი მას რაკეტებსა და დრონებს ვეღარ მიაწვდის, არამედ მოკავშირეებმა დაინახეს, რომ კრიტიკულ მომენტში რუსეთს არ ძალუძს საკუთარ პარტნიორებს დაეხმაროს

აშშ-მ დაადასტურა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ძალიან სწრაფად შეუძლია მიიტანოს იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებზე, ეს კი ნიშნავს, რომ ირანს სერიოზული დაფიქრება დასჭირდება, გააგრძელოს თუ არა თავისი ბირთვული პროგრამა, რადგან კარგად დაინახა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ბირთვული პროგრამის გაგრძელებას. ამით სერიოზულად შეცვალა ძალთა ბალანსი არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ გლობალურად, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, სადაც ისრაელ -ირანის 12-დღიანი საომარი მოქმედებები შეაფასა.
მისივე თქმით, შესუსტდა არა იმიტომ, რომ ირანი მას რაკეტებსა და დრონებს ვეღარ მიაწვდის, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის მოკავშირეებმა დაინახეს, რომ კრიტიკულ მომენტში რუსეთს არ ძალუძს საკუთარ მოკავშირეებს დაეხმაროს.
-მ დაადასტურა, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალიან სწრაფად შეუძლია მიიტანოს იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებზე. ეს კი ნიშნავს, რომ ირანს დასჭირდება სერიოზული დაფიქრება, გააგრძელოს თუ არა თავისი ბირთვული პროგრამა, რადგან კარგად დაინახა თუ რა შეიძლება მოჰყვეს ბირთვული პროგრამის გაგრძელებას. ამით კი სერიოზულად შეცვალა ძალთა ბალანსი არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ გლობალურად. ახლო აღმოსავლეთში გამყარდა აშშ-სა და ს პოზიციები, ახლა კი ყალიბდება სერიოზული საფუძველი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რათა სტაბილურობა და მშვიდობა დამყარდეს.
გლობალურ კონტექსტს რაც შეეხება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი შესუსტდა არა იმიტომ, რომ ირანი მას რაკეტებსა და დრონებს ვეღარ მიაწვდის, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის მოკავშირეებმა დაინახეს, რომ კრიტიკულ მომენტში რუსეთს არ ძალუძს საკუთარ მოკავშირეებს დაეხმაროს. ვფიქრობ, ამას ირანიც არ დაივიწყებს. ეს ყველაფერი კი რუსეთ-უკრაინის ომშიც იქნებოდა დემონსტრირებული. მიმდინარე პროცესებით დავინახეთ, რომ რუსეთი სუსტდება, ამერიკა კი ძლიერდება. ამ ომმა ირანში რეჟიმის დასუსტება გამოიწვია. ომის შედეგებმა რუსეთის მიმართ იმედგაცრუება გააჩინა. ახლა ყველაზე რაციონალური, რაც შეუძლია ირანმა გააკეთოს, არის ის, რომ მან აშშ-სთან ბირთვული გარიგების შეთანხმებას ხელი მოაწეროს, ეს კი ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას გამოიწვევს. აშშ-ს პოლიტიკაც ეს არის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის მიწოდება გაძლიერდეს, რომ ნავთობის ფასი დაეცეს. ამ ყველაფრით კი ორ კურდღელს მოკლავს – პირველი, შეეძლება, რომ ირანში ცხოვრების დონე აამაღლოს და საზოგადოებაში რეჟიმის მიმართ უარყოფითი განწყობები გაანეიტრალოს, მეორე – ირიბად, მაგრამ ძალიან მტკივნეულად დაარყამს რუსეთს და დაასუსტებს.
ირანის რეჟიმთან ახლა მოლაპარაკებები დაიწყება, არსებობს შანსი, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. აშშ-სა და ირანს შორის ხელშეკრულების დადებით, ამერიკა ნებსით თუ უნებლიედ რეჟიმის გამყარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.
ამასთან, ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, რომ საუბრები, რომ ამერიკა იზოლაციონურ პოლიტიკას დაიწყებს, დასრულდა, ვინაიდან, მისივე შეფასებით, ამერიკამ შეინარჩუნა და გააძლიერა თავისი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობებში, როგორც ნომერ პირველმა მოთამაშემ.
„ეს არის დემონსტრირება, რომ ამერიკა საერთაშორისო ურთიერთობებში ბრუნდება როგორც აქტიური მოთამაშე, როგორც მოთამაშე, რომელსაც შეუძლია სწრაფი და გაბედული ნაბიჯების მიღება, ანუ საუბრები, რომ ამერიკა იზოლაციონურ პოლიტიკას დაიწყებს, ეს საუბრები დასრულდა, ამერიკამ შეინარჩუნა და გააძლიერა თავისი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობებში, როგორც ნომერ 1 მოთამაშემ. შესაბამისად, ამ პოზიციიდან დაელაპარაკება აშშ არამარტო ირანს, არამედ ყველა დანარჩენს, პარტნიორებს თუ თავის მოწინააღმდეგეებს. მისი ტონი პუტინთანაც შეიცვლება“,- აღნიშნავს ჩეჩელაშვილი.