საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, თეონა ბაღდავაძე ბიზნესმენის და “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დაპატიმრების ფონზე, ბიზნესმენთა დუმილს ეხმაურება.
როგორც მან “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა, მაშინ, როცა მამუკა ხაზარაძე მსხვილი ბიზნესისთვის საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდებას ცდილობდა, ამ ბიზნესმენთა დუმილი მიუღებელია.
“პირველი, რაც მახსენდება, ჩემგან კრიტიკა ბატონმა მამუკა ხაზარაძემ დაიმსახურა, როდესაც თქვა, რომ მსხვილი ბიზნესები საერთაშორისო სანქციებს უნდა გადაურჩნენ – ეს იყო ჩემთვის ძალიან გასაბრაზებელი, რადგან დავინახე, რომ ეს ადამიანი ცდილობდა რაღაცების დალაგებას. მერე კი ახსნა, მაგრამ იმ მომენტში ვიყავი ძალიან გაბრაზებული.
