ნორვეგიის საგარეო უწყება – საქართველოში ოპოზიციის ლიდერების დაკავება ქვეყნის დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმას წარმოადგენს

საქართველოში ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავებები ქვეყნის დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმას წარმოადგენს, – ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ნორვეგია უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებისა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ რეპრესიების დასრულების მოწოდებით გამოდის“, – აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – კაცი, რომლის პირობებშიც თვალსაჩინოდ დაიწყო ქართული საგარეო პოლიტიკის რღვევა და სპობა, მივლენილია მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში, რაც მკაფიო სიგნალია, რომ ანტიევროპულობა წარმოადგენს რეჟიმის უპირობო და ურყევ კურსს