გაეროს ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ჰუმანიტარული დახმარების კოლონა ღაზაში ისრაელის ცეცხლის ქვეშ მოექცა

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების უწყებამ 29 დეკემბერს განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების კოლონა ღაზის სექტორში ისრაელელი სამხედროების ცეცხლის ქვეშ მოექცა.
ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ ყოფილა. “ისრაელელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს ჰუმანიტარული დახმარების კოლონას, როცა ის ღაზის ჩრდილოეთიდან ბრუნდებოდა ისრაელის არმიის მიერ მითითებული მარშრუტით – ჩვენი საერთაშორისო კოლონის მეთაური და მისი გუნდი არ დაშავებულან, მაგრამ ერთი ავტომანქანა დაზიანდა”, დაწერა X-ზე ტომ უაიტმა, ღაზაში გაეროს ახლო აღმოსავლეთის სააგენტოს დირექტორმა პალესტინელ ლტოლვილთა დახმარებისა და სამუშაოს ორგანიზების საქმეში (UNRWA).
AFP-ის თანახმად, ისრაელის სამხედროებმა უპასუხეს თხოვნას კომენტარის შესახებ და განაცხადეს, რომ ისინი შეისწავლიან ცნობებს ინციდენტის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)