კაბალში მკვლელობა მოხდა – ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ბაზრის ტერიტორიაზე, მისივე მაღაზიაში რამდენჯერმე ესროლეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. შემთხვევა სოფელ კაბალში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მოკლულს სოფელში არსებულ ბაზრის ტერიტორიაზე ხორცის მაღაზია ჰქონდა, სადაც უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. შუახნის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის