ზვიად რატიანი – არსად მივიმალები, რადგან ყოველ საღამოს რუსთაველზე უნდა ვიყო, ვითარებაში, სადამდეც ქვეყანა დაიყვანეთ, ზემოქმედებისა და ანგარიშსწორების საფრთხე ჩემი მისამართითაა, მათ შორის ციხეში

არსად მივიმალები, რადგან ყოველ საღამოს რუსთაველზე უნდა ვიყო – ისეთ ვითარებაში, სადამდეც ქვეყანა დაიყვანეთ, ზემოქმედებისა და ანგარიშსწორების საფრთხე ჩემი მისამართითაა, მათ შორის ციხეში , – ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულმა პოეტმა, ზვიად რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის ასევე არ აპირებს, რომ დანაშაული განმეორებით ჩაიდინოს.
“რაც შეეხება საფრთხეებს, პუნქტობრივად მივყვები. არსად მივიმალები, რადგან მე ყოველ საღამოს რუსთაველზე უნდა ვიყო. მოწმეებზე ზემოქმედებას რაც შეეხება, ისეთ ვითარებაში, სადამდეც ქვეყანა დაიყვანეთ, ზემოქმედებისა და ანგარიშსწორების საფრთხე ჩემი მისამართითაა, მათ შორის, ციხეში.
რაც შეეხება დანაშაულის გამეორებას – იმ საქმეში, რომელსაც მე ვემსახურები – ლიტერატურაში, ერთი და იმავე მეტაფორის გამოყენება ლამაზი არ არის.
რასაც ბრალად მიყენებთ, ამის გამეორებას არ ვაპირებ”, – განაცხადა ზვიად რატიანმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა პოეტისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მახარე კი, ზვიად რატიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…