გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა თბილისის მუნიციპალიტეტსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს შეეხება.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში ორბელიანის, გულისაშვილის, ჟღენტის, მაისურაძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისძირი, ხიდისყური, მუხრანი, პატარა ქანდა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…