თინა ბოკუჩავა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან ერთად დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს 26 ივნისს, ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე.
„მათ, ასევე, განიხილეს ბრიტანეთის მხრიდან პერსონალური სანქციების აუცილებლობაზე ივანიშვილის, მისი პროპაგანდისტების, განსაკუთრებით იმედის მფლობელ რუხაძისა და ძალადობრივი რეჟიმის სხვა წარმომადგენლების მიმართ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…