კრემლი დასავლეთის აქტივების კონფისკაციით იმუქრება, რუსული აქტივების ჩამორთმევის შემთხვევაში

მოსკოვმა განაცხადა, რომ აქვს დასავლური აქტივების სია, რომელთა ჩამორთმევა მოხდება რუსული აქტივების კონფისკაციის შემთხვევაში.
დასავლეთის აქტივების ჩამორთმევა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერები გადაწყვეტენ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული აქტივების კონფისკაციას, განაცხადა კრემლმა 29 დეკემბერს.
Reuters-ის თანახმად, G7-ის ლიდერები განიხილავენ ახალ სამართლებრივ თეორიას, რომელიც საშუალებას იძლევა, კონფისკაცია გაუკეთონ გაყინულ რუსულ აქტივებს, როცა მათი შეხვედრა გაიმართება თებერვალში, განაცხადეს წყაროებმა.
კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთის ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი დაარღვევს საერთაშორისო კანონს და ძირს გამოუთხრის გლობალურ ფინანსურ სისტემას და მსოფლიო ეკონომიკას.
შეკითხვაზე – არსებობს თუ არა აქტივების სია, რომლის კონფისკაციაც რუსეთს შეუძლია – პესკოვმა უპასუხა, რომ “არსებობს”, დეტალების დაზუსტების გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა