ირაკლი ზარქუა: ჩვენ ეს „კარწინკა“ ნანახი გვაქვს

ჩვენ ეს „კარწინკა“ ნანახი გვაქვს – უსამშობლოების გაერთიანება ერთი იქნება, ორი თუ ათი, ამას მნიშვნელობა არა აქვს – ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მკაფიო ხედვა გააჩნია და მადლობა მათ ნდობისთვის! – ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მ გააკეთა.
ზარქუას თქმით, ე.წ. მესამე ცენტრს, სადაც „მელიები, გვარამიები, ყოფილი და ახლანდელი პრეზიდენტები და მათთან ერთად, „ლელო“ იქნება, არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია“.
„გლობალურ პირებს, ვინც სიტუაციის არევას და საქართველოს ცალ ფეხზე დაყენებას ცდილობს, „ნაცმოძრაობის” დახმარებით რევოლუციის მოწყობის უამრავი მცდელობა ჰქონდათ. ეს არ გამოუვიდათ და ყველა მცდელობა ჩაუვარდათ. ახლა აქცენტს ახალ გაერთიანებაზე აკეთებენ. პოლიტიკაში ხელმოცარულებისა და უსამშობლოების მეტი რა გვყავს. აქ მოიაზრება უთავმოყვარეო მელია – კაცი, რომელიც თანამდებობიდან „ხაბემ“ ჩამოაგდო. ამას შეუერთდება „ნაცმოძრაობის“ ყოფილი დირიჟორი ბატონო გვარამია. შეუერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ცნობილი თაღლითები „ლელო”, ხოლო გვირგვინი ჩვენი ქალბატონი სალომე იქნება – რომელმაც გვირაბი ამათთან გათხარა.
ე.წ. მესამე ძალა სავარაუდოდ, ბარიერს გადალახავს და პარლამენტში ორი ფრონტით იქნებიან წარმოდგენილი – ეს არის მათი იდეა და გეგმა, თუმცა მე ქართველი ხალხის მჯერა. როგორც მანამდე გაშიფრეს ამ ხელმოცარულების იდეა და ამოცანა, რომლის მიზანიც ქვეყნის ომსა და ქაოსში შეყვანა იყო, მომავალ არჩევნებშიც ამ უსამშობლოებს შესაბამის მისაგებელს მიაგებენ“, – განაცხადა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ