“ასეთ ადამიანებს ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, არა თუ დილეგში ვამწყვდევდეთ” – ერისთავი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

უძრავი ქონების კომპანიების — RENTALS-ისა და Eristavi Estates-ის დამფუძნებელი, ზურაბ ერისთავი სოციალური ქსელით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრებას ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ძალიან ცოტაა ადამიანი, ვინც ასეთი ბიზნესი შექმნა.
„საქართველოს თანამედროვე ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია ადამიანები, ვინც ისეთი პასუხისმგებლიანი ბიზნესები შექმნეს, როგორიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბიზნესებია.
ასეთ ადამიანებს ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, არა თუ დილეგში ვამწყვდევდეთ.
სიმართლე ერთია და ეს ყველამ ვიცით,“ — წერს ერისთავი.
„ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერები, და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს.