“პუტინის მორიგი ჩაკუკების მოკლე სტორია”– კოკი იონათამიშვილი

პლატფორმა 2025–ის თანადამფუძნებელი, კოკი იონათამიშვილი:
პუტინის მორიგი ჩაკუკების მოკლე სტორია.
22 ივნისს მედვედევმა “გაიბლატავა” – „რამდენიმე ქვეყანა მზადაა ირანს ბირთვული ქობინები მიაწოდოსო.“
23 ივნისს ტრამპმა დასცინა: „მართლა ბირთვულ იარაღზე ლაპარაკობს ეს ტიპიო?“, ხაზი გაუსვა ამერიკის შეიარაღების უპირატესობას და მკაცრად გააფრთხილა – ბირთვული შანტაჟი არ გააგრძელოთო.
24 ივნისს მედვედევს შეეშინდა და უკან დაიხია: მე არ ვიგულისხმე რამდენიმე (სხვა) ქვეყნებშიო.
24 ივნისსვე პუტინმაც გაიაზრა, რომ მედვედევის მიერ შიდა აუდიტორიის წინაშე “ტრიპაჩობამ” პრობლემა შექმნა და დამატებით მისმა პრესპიკერმაც, კიდეც ერთხელ გაუსვა ხაზი – მედვედევმა თავისი პირადი მოსაზრება გამოთქვაო (ანუ უნდა დავიჯეროთ, რომ პუტინთან შეუთანხმებელი იყო).
უკაცრავად არააკადემიური ლექსიკისთვის