ნიკოლ ფაშინიანი – სამართალდამცველებმა „კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების“ მასშტაბური გეგმა აღკვეთეს, რომელიც სომხეთში დესტაბილიზაციასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად

სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმა აღკვეთეს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, აცხადებს.
„სამართალდამცველებმა „კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების“ მასშტაბური გეგმა აღკვეთეს, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის დესტაბილიზაციასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ამასთან, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“, რომელსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს, წევრებისა და მხარდამჭერების სახლებში ჩხრეკას დილიდან ატარებენ.
საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოძრაობამ „კონსტიტუციით დაშვებული გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება ვერ შეძლო და ამის მიღწევა კონსტიტუციით დაუშვებელი გზით დაისახა მიზნად“.
გამომძიებლების თქმით, არქიეპისკოპოსმა გალსტანიანმა „ტერორისტული აქტების ჩადენისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ჯგუფის წევრებთან ერთად საჭირო ინსტრუმენტები და საშუალებები შეიძინა“.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები – ამოღებულია 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი

სუს-ი – გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები – ამოღებულია 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი