ვარკეთილში, ერთ-ერთი კომპანიის პლასტმასის საწყობში ხანძარია

თბილისში, ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, ერთ-ერთი კომპანიის პლასტმასის საწყობში ხანძარია.
როგორც „კომერსანტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზაციის სამუშაოები.