და იქნება დასაჯოთო,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.
ცნობისათვის, გივი მიქანაძემ 2002-2003 წლებში ვარშავაში გაიარა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კურსი (ადამიანის უფლებათა ექსპერტი). მიქანაძე 2004 წელს გაეროს ჟენევის ოფისის სტაჟიორი იყო.2009 წელს დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტი (სამართლის მაგისტრატურა).
2013 წელს ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების დანაშაულისა და ძალოვანი სტრუქტურების კვლევითი ცენტრის დოქტორანტი, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემა საქართველოში“.
2000-2001 წლებში გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ – იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი. 2001-2003 წლებში კავშირი „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ გამგეობის თავმჯდომარე. 2004-2005 წლებში ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ – ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში. 2005 წელს ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“ – პროექტის დირექტორი.
2005-2008 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.