„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – რაჟდენ კუპრაშვილის დანიშვნიდან დღემდე 74 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კორუფცია გამოვავლინეთ – ბიუროს არცერთი არ მოუკვლევია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე, ორგანიზაციამ 74 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კორუფციული შემთხვევები გამოავლინა, საიდანაც ანტიკორუფციულ ბიუროს არცერთი არ მოუკვლევია.
ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ავრცელებს.
“2023 წლის 2 თებერვლიდან, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში 74 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კორუფციული შემთხვევები გამოავლინა. არცერთი ეს შემთხვევა კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ არ მოიკვლია და რეაგირების გარეშე დატოვა. ამ 74 პირთან დაკავშირებული კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან, „აწარმოე საქართველოდან“ და სხვა საბიუჯეტო წყაროებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2012-2025 წლებში 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს