თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს

თბილისის მერია, 1-ელი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დააფინანსებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მედიკამენტის მისაღებად გაიცემა შესაბამისი მატერიალიზებული ვაუჩერი.
„აღნიშნული პროგრამის დაწყება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რაც ძვირადღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა – მერია, აღნიშნულ დაფინანსებას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოქალაქეს, ვინც საჭიროებს აღნიშნულ მედიკამენტს, მუნიციპალიტეტი შედის 80%-იანი თანადაფინანსებით“, – აღნიშნა მ.
მისივე ინფორმაციით, მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად და სრულფასოვანი მედიკამენტური მკურნალობის ჩასატარებლად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.
„რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტური მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ხდებიან ქმედუნარიანები, შრომისუნარიანები, თავიდან აიცილებენ შემდგომ გართულებებს და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2022 წლიდან ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ჩვენი ევროინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

თაზო დათუნაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა იმ ხერხს მიმართა, რომელიც მოსკოვში ნაცადია – ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ის პოლიტიკურ სპექტრს ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა

პრემიერი – საქართველოში შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი – გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება