ემანუელ მაკრონი – რუსეთი უარყოფს მშვიდობას, ის ბომბავს, კლავს, არღვევს საერთაშორისო სამართალს – არ შეიძლება, რუსეთმა დაუსჯელად გააგრძელოს მკვლელობა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას, ს შეხვდა და მისი ქვეყნის მიმართ საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„მკაცრად დავგმე ს მიერ დნეპრის მასიური თავდასხმა და უკრაინის ქალაქებზე ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმები. მიუხედავად იმისა, რომ მ სამ თვეზე მეტია მიიღო პრეზიდენტ ს მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რუსეთი კვლავ უარყოფს მშვიდობას. ის ბომბავს, კლავს, არღვევს საერთაშორისო სამართალს ისე, რომ ამის გამო პასუხისმგებლობა არ ეკისრება. არ შეიძლება, რუსეთმა დაუსჯელად გააგრძელოს მკვლელობა“, – წერს მაკრონი.
მისი თქმით, საფრანგეთი, პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას უკრაინაში მყარი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.