“ლიონი” აპელაციას შეიტანს – რომელმა კლუბმა შეიძლება დაიკავოს ლიგა 1-ში მისი ადგილი

„ლიონის“ ამერიკელი მფლობელი ჯონ ტესქტორი ფინანსური პრობლემების გამო გუნდის ლიგა 2-ში დაქვეითებით აღშფოთებულია და მისი თქმით, გაუგებარ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს. კლუბმა განცხადება გაავრცელა:
„იმის გათვალისწინებით, რამაც წარმოაჩინა ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები და სპორტული წარმატებები, რომლებმაც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ევროტურნირებზე თამაშის საშუალება მოგვცა, არ გვესმის, როგორ შეიძლება ადმინისტრაციულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვიოს ასეთი დიდი ფრანგული კლუბის დაქვეითება. აპელაციას შევიტანთ იმისათვის, რათა დავამტკიცოთ, რომ ლიგა 1-ში ასპარეზობის გასაგრძელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსი გაგვაჩნია“.
„პარიზიენი“ იტყობინება, რომ თუ „ლიონის“ საჩივარი არ დააკმაყოფილეს, რეგლამენტის მიხედვით ლიგა 1-ში მის ადგილს „რეიმსი“ დაიკავებს.
როტენი: შურისძიება? ნახოს მესიმ, როგორი გუნდი გახდა პსჟ მისი წასვლის შემდეგ