სასამართლომ მოქალაქე ფეისბუკზე კომენტარის გამო 2500 ლარით დააჯარიმა

ფეისბუკზე პოსტების გამო არაერთი საჯარო პირის დაჯარიმების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ამჯერად ფეისბუკზე დაწერილი კომენტარის გამო დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოქალაქის ფეისბუკ-კომენტარის გამო 2500 ლარით დაჯარიმების შესახებ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა. ცაგარეიშვილისათვის სავიზო სანქციები აქვთ დაკისრებული ევროკავშირის წევრ ესტონეთსა და ლიეტუვას.
მოქალაქე დიანა გოგოლაძის ინტერესებს იცავდა ადვოკატი გიორგი ჩხეიძე, – ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი, – რომელიც რადიო თავისუფლებასთან საქმის დეტალებზე საუბრობს.
ჯარიმა კომენტარის გამო
ამბავი იწყება 2025 წლის 27 აპრილს, როდესაც პოლიტიკოსმა, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტის ფოტო გამოაქვეყნა.
ჩხარტიშვილს, – რომელსაც ხშირად აჯარიმებენ, – 23 აპრილს ჰქონდა მორიგი სასამართლო პროცესი „გზის გადაკეტვასთან“ დაკავშირებით.
მის წინააღმდეგ დავაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა იურისტი, თამთა ქიმბარიშვილი.
ჩხარტიშვილმა მისი ფოტო გამოაქვეყნა და ქიმბარიშვილს, – რომელიც ჩხარტიშვილის თანახმად, მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, – უწოდა „მონა–ჯალათი, სადისტი და პოტენციური მკვლელი“.
ამ პოსტზე 76 კომენტარია დაწერილი. ერთ-ერთი, არაკორექტული კომენტარი ეკუთვნოდა მოქალაქე დის.
კომენტარი ასეთი იყო: „ახალგაზრდა გოგო და ასეთი ძუკნა“.
კომენტარის ავტორი სწორედ ამ კომენტარის გამო დააჯარიმეს 2500 ლარით.
-ის პოზიციით, ეს კომენტარი წარმოადგენდა „საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფას“ და, შესაბამისად, სამართალდარღვევას.
თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ „შეიძლება, არასასიამოვნო წარსაკითხია, მაგრამ ის ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“, – „ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე ითვლებოდა“.
დეტალები
„საინტერესო ის არის, რომ თვითონ ქიმბარიშვილი გასაუბრების ოქმში უთითებს, ეს პოსტი და შეურაცხმყოფელი კომენტარები შემხვდა, მაგრამ უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ან ვინმე სხვა არ დაუსახელებია“, – ამბობს „საფარის“ იურისტი.
„სასამართლოში მოვითხოვეთ, რომ თვითონ სასამართლოს ესარგებლა შესაძლებლობით და წარდგინებით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ არაკონსტიტუციური არის ეს ნორმა უშუალოდ სოციალურ ქსელთან მიმართებაში. სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა“, – გვითხრა გიორგი ჩხეიძემ.
მისი თქმითვე, მოითხოვეს თამთა ქიმბარიშვილის, – შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, – დაკითხვა სასამართლოში, თუმცა არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა მოსამართლე ცაგარეიშვილმა.
„ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ისეთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ რეალურად ეს პოსტი და კომენტარი და მათ შორის ეს თამთაც უთითებს, რომ ეს მან ნახა 28 აპრილს, ხოლო მთელი დოკუმენტაცია შეადგინეს 19 ივნისს.
„დავუშვათ, რომ ეს არ არის ცენზურა. ამ პირობებშიც კი იმაზე საუბარი, თითქოს თამთა ქიმბარიშვილის უფლებები და ინტერესები დაიცვა სახელმწიფომ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სასაცილოა. მაშინ უნდა დაიცვა მეორე დღეს და მესამე დღეს, – რა გამოდის, ორი თვე ატარეს „შეურაცხყოფილად“? ეს უბრალოდ გვაფიქრებინებს, რომ ადამიანების დასჯა უნდათ გამოხატვის თავისუფლების გამო“, – მიიჩნევს იურისტი.
ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმას მას შემდეგ, რაც მოსამართლის დადგენილება ჩაბარდება.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქმე ფეისბუკზე კომენტარს ეხება. დღეს პროცესზე მხარესაც და სასამართლოსაც გულწრფელად მივმართე, რომ ასეთ დისტოპიურ რეალობაში ჩემი თავი ვერასდროს ვერ წარმომედგინა, – როგორც ადამიანს, როგორც მოქალაქეს, როგორც იურისტს“, – ამბობს გიორგი ჩხეიძე.
თამთა ქიმბარიშვილი სხვა ადმინისტრაციულ საქმეებშიც მონაწილეობს. მაგალითად, წელს პირველ მაისს სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის თანამშრომლებისათვის, მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
კონტექსტი
2025 წლის ივნისში შსს-მ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არაერთი საქმის წარმოება საჯარო ფიგურებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო.
ამ ტიპის საქმეებზე 12 ივნისს ოცამდე ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა და დააჯარიმა კიდეც ისინი.
მათ შორის იყვნენ:
· ნანუკა ჟორჟოლიანი – ტელეწამყვანი;
· ვახო სანაია – ჟურნალისტი;
· – ჟურნალისტი;
· დეა მამისეიშვილი – ჟურნალისტი;
· ეკა მიშველაძე – ჟურნალისტი;
· მიშა მშვილდაძე – ჟურნალისტი;
· – პოლიტიკოსი;
· – პოლიტიკოსი;
· ელენე ხოშტარია – პოლიტიკოსი;
· – პოლიტიკოსი;
· ანა სუბელიანი – აქტივისტი;
· ბაია პატარაია – აქტივისტი;
· დავით ქაცარავა – აქტივისტი;
· გიორგი ქადაგიძე – აქტივისტი;
· ქეთი მოლაშვილი – აქტივისტი;
· ირაკლი გვალია – აქტივისტი;
· მარიამ გეგუჩაძე – აქტივისტი;
· გიგა მაქარაშვილი – აქტივისტი;
· გიორგი ტუმასიანი – აქტივისტი.
კანონი, რომლითაც აქტივისტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს აჯარიმებენ, „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის თებერვალში მიიღო.
ცვლილება შევიდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და დაემატა 17316_ე მუხლი – სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის “სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.
ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელს – 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა – 60 დღემდე.
ეს კანონი აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს დეპუტატებმა და პოლიციელებმა:
· 17 მაისს მარიამ ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს ს მონები, არა რუსეთის მონებს…“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
· 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს – მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
· 23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც მ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
· 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას – მას თეა წულუკიანმა უჩივლა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნულ გმირზე, 2008 წლის ომში მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე.
· 5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
· 6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს – მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება ს სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც დეპუტატი მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ